top of page

ჩვენი ისტორია

პრეისტორია

 

GeoVita არის კომპანია, რომლის მიზანსაც წარმოადგენს სტუდენტებისათვის ხიდების გაბმა შესაძლებლობებთან, რომლებიც დაუვიწყარ გამოცდილებასა და ცხოვრებისეულ წინსვლასთან მიდის. 

 

ამის მიღწევა მარტივი არაა, ჩვენ კი აქ სწორედ ამ გზის გასამარტივებლად და თქვენთვის შეუფერხებლად გასავლელად ვართ.

 

ჩვენი გუნდი დგას გზაჯვარედინზე განათლებასა და დასაქმებას შორის, შესაბამისად ჩვენ  გთავაზობთ ბიუროკრატიულად შემსუბუქებულ მიმართულებას თქვენი კარიერული და ფინანსური განვითარებისაკენ.

 

საქართველოში, სადაც მდებარეობს ჩვენი სათავო ოფისი, დიდი ხნის დამკვიდრებული პრაქტიკაა გერმანიაში შუამავალი კომპანიების მეშვეობით დასაქმება. ჩვენი მისია ამ სფეროში სიახლეთა მთელი კასკადის შემოტანაა.

 

პირველი ნაბიჯი პერსონალიზებული, პირადად თქვენზე მორგებული სერვისების შემოთავაზებაა.

 

GeoVita-ს, როგორც შუამავალი კომპანიის არჩევა თქვენს ამჟამინდელ ცხოვრებასა და დიდ მიზნებს შორის, რომელიც თქვენ გაქვთ მომავალი სწავლისა და სამუშაო გამოცდილებისთვის, ნიშნავს პარტნიორობას გუნდთან, რომელსაც ესმის საერთაშორისო განათლებისა და დასაქმების სირთულეები. ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ გთავაზობთ ინდივიდუალურ სერვისებს, რომლებიც ისეთივე დინამიური და მრავალფეროვანია, როგორც სტუდენტები, რომლებსაც ვემსახურებით.

 

სამომავლო მიზნები

პირველ რიგში გვსურს, გაცნობოთ მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ, რაც მიზნად ისახავს გერმანიის საზღვრების გარღვევას და სტუდენტებისათვის საფრანგეთში, იტალიასა და ესპანეთში ისეთი სამუშაო გამოცდილების შეთავაზებას, რაც ჩვენი, როგორც კომპანიის ფასეულობებთან ასოცირდება.

 

შემოუერთდი GeoVita-ს და გადადგი პირველი ნაბიჯი უსასრულო შესაძლებლობებით აღსავსე მომავლისკენ.

მოდი, ვითანამშრომლოთ! 

სურვილისამებრ, დაგვიკავშირდით შესაბამის ბმულებზე.

  • Facebook
  • Instagram
  • LinkedIn

მადლობა გამოგზავნისთვის!

bottom of page